Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-04-23
Beginning 15:00 HR
Address ZOOM-ის ონლაინ პლატფორმა

2021 წლის 23 აპრილს, 15 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს  ივანე ჯავახიშვილის დაბადების 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ვებინარს „ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი“. 


ვებინარი გაიმართება დისტანციურ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით მისამართზე https://zoom.us/j/8265409850?pwd=TSt2a2NmRGswTjNycm1vNHFVN0lQZz09 


მოხსენებით გამოვლენ:
მალხაზ მაცაბერიძე  (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი) - ივანე ჯავახიშვილი საქართველოს საზღვრების შესახებ
ივანე ჯავახიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს (1918-1921) რამდენჯერმე მოუხდა საქართველოს საზღვრების საკითხზე გამოსვლა და სპეციალური ნაშრომიც დაწერა ამ საკითხზე („საქართველოს საზღვრები“, 1919). ივანე ჯავახიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიულ-სტრატეგიული საზღვრების კონცეფცია, რომლის თაობაზეც იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსიც ჩამოყალიბდა;
დავით სართანია (ისტორიის დოქტორი) - ივანე ჯავახიშვილი ნაციონალურისა და ინტერნაციონალურის თანაფარდობის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის საარქივო დოკუმენტებში დაცულია საინტერესო ჩანაწერი ნაციონალურის და ინტერნაციონალურის ურთიერთმიმართების შესახებ, რომლის შესახებაც, როგორც ჩანს, ავტორი აპირებდა თავის თვალსაზრისის განვრცობას;
ვლადიმერ ნაფეტვარიძე (პოლიტიკის მეცნიერების აკადემიური დოქტორი)  - ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ინტერნეტ-სივრცეში
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ხოვლეში აქვს თავისი საიტი და ფეისბუკ-გვერდი, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ელექტრონულ სივრცეში განთავსებული ინფორმაცია ხელს უწყობს ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის პოპულარიზებას და მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის ეპიდემიის გათვალისწინებითაც;
თამარ ორჯონიკიძე (თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტი) - საბჭოთა ხელისუფლება ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ (1936 წელი)
საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ივანე ჯავახიშვილი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო 1936 წლის იდეოლოგიური კამპანია, რასაც უნდა მოჰყოლოდა ივანე ჯავახიშვილის დაპატიმრება.
 

Related events